რაკიტიჩი ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

რაკიტიჩი ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

"ბარსელონას" 27 წლის ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, გამოცემა Večernji list-ის ვერსიით, ხორვატიის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

რაკიტიჩმა, რომელმაც გამოკითხვაში 105 ქულა დააგროვა, ეს ჯილდო პირველად მოიგო. სამეულში, რაკიტჩის გარდა, ივან პერიშიჩი (85 ქულა) და ლუკა მოდრიჩი (80 ქულა) მოხვდნენ.

ხორვატმა ნახევარმცველმა "ბარსელონასთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერ თასი მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.