ჩავი: "კოუტინიოს ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში"

ჩავი: "კოუტინიოს ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში"

"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი ჩავი ერნანდესი მცირე კომენტარს აკეთებს "ლივერპულის" ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს კატალონიურ კლუბში შესაძლო ტრანსფერზე.

"კოუტინიო დიდი პოტენციალის ფეხბურთელია. მას მომავალში ძალიან დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია. ვფიქრობ, ის "ბარსელონაში" გადავიდოდა. მას მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში შეუძლია თამაში", - აცხადებს ჩავი.

23 წლის ბრაზილიელმა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში 7 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 2 შედეგიანი გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.