ახალგაზრდა რომაელებმა და კატალონიელებმა ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს

ახალგაზრდა რომაელებმა და კატალონიელებმა ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს

რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე "რომასა" და "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდების თამაში დასრულდა. იტალიის დედაქალაქში გამართულმა დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მესამედ თამაშდება. პირველი გათამაშება, რომელიც 2013/14 წლების სეზონში ჩატარდა, "ბარსელონამ" მოიგო. იმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი (11 გოლით) მუნირ ელ ჰადადი, დღეს, "ბარსას" პირველ გუნდში თამაშობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.