სერჟი რობერტო გამოჯანმრთელდა

სერჟი რობერტო გამოჯანმრთელდა

"ბარსელონას" უნივერსალი ფეხბურთელი სერჟი რობერტო გამოჯანმრთელდა და ის, დიდი ალბათობით, "ატლეტიკოსთან" გამართული მატჩისთვის მზად იქნება. ამ ინფორმაცია Radio Catalunya ავრცელებს.

სერხი რობერტომ, რომელსაც თამაში ნახევარდაცვის ცენტრსა და დაცვის მარჯვენა ფლანგზე შეუძლია, ტრავმა 3 სექტემბერს მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, მის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდებოდა, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა და 23 წლის ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ვარჯიში უკვე დაიწყო.

იმის გათვალისწინებით, რომ დანი ალვესი და დუგლასი ტრავმირებულები არიან, ხოლო ალეიშ ვიდალს თამაშის უფლება არ აქვს, სავარაუდოდ, "ატლეტიკოსთან" 12 სექტემბერს გასამართ მატჩში, დაცვის მარჯვენა ფლანგზე სწორედ სერჟი რობერტო ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.