ნეიმარი: „ბრაზილია არასდროს ყოფილა ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული“

  • 10-09-2015, 13:55
  • ნეიმარი: „ბრაზილია არასდროს ყოფილა ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული“

    კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელმა შემტევმა ნეიმარ ჯუნიორმა განაცხადა, რომ მისი ეროვნული ნაკრები არასდროს ყოფილა დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე.

    "ბრაზილია - ეს არ არის ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი. ეს არასდროს არ ყოფილა, არც არის და არც მომავალში იქნება."

    "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რათა ნაკრებმა უდიდეს წარმატებას მიაღწიოს. რაც შეეხება ჩემ როლს, მე ყოველთვის ვცდილობ სარგებელი მოვუტანო გუნდს, ეს ჩემი მოვალეობაა."

    "დუნგას მწვრთნელობის დროს 16 მატჩიდან 14 მოვიგეთ ? - იყო არასასიამოვნო მატჩები, თუმცა არ შეიძლება საუკეთესო თამაშების დავიწყებაც."

    "დუგლას კოშტა შესანიშნავი ფეხბურთელია და იგი უკვე "ბავარიაში" წამყვან ფეხბურთელად იქცა. იგი იგევას აკეთებს ნაკრებშიც, ჩვენ შეგვიძლია მისი იმედი გვქონდეს." - განაცხადა ბრაზილიის კაპიტანმა.

    შეგახსენებთ, რომ 2015 კოპა ამერიკაზე ნეიმარმა 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.



    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.