"ბარსელონა" ნეიმარს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"ბარსელონა" ნეიმარს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

კატალონიის "ბარსელონა" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს. ამ ინფორმაციას ინგლისური Daily Mail ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიურ კლუბს ნეიმართან კონტრაქტის გახანგრძლივება მიმდინარე სეზონის დასრულებამდე უნდა. ახალი კონტრაქტი, შესაძლოა, გათვლილი იყოს 2021 წლის ზაფხულამდე. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ნეიმარის გამოსასყიდი თანხა 250 მილიონი ევრო იქნება.

ბრაზილიელი თავდამსხმელის მიმდინარე კონტრაქტის ვადა 2018 წელს იწურება. რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარის ყიდვა "მანჩესტერ იუნაიტედს" უნდა და მასში 190 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.