"ბილბაო"-"ბარსელონა": ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

"ბილბაო"-"ბარსელონა": ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის პირველი ტურის შეხვედრაში "ბილბაოს" დამარცხების (0-1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა იდეალური მატჩი ჩაატარა.

"ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე დავიწყეთ, მოწინააღმდეგეს ჩვენს კართან არანაირი სახიფათო მომენტი აქ შევაქმნევინეთ. იდეალური მატჩი ჩავატარეთ. "ბილბაო" მჭიდროდ მოქმედებდა, თუმცა საგოლე მომენტების შექმნა მოვახერხეთ.

ბუსკეტსისა და ალვესის ტრავმები? ფეხბურთი კონტაქტური სპორტია და ტრავმები თამაშის ნაწილია. საბედნიეროდ, დაზიანებები, ორივე შემთხვევაში, როგორც ჩანს, სერიოზული არაა.

ნეიმარის "მანჩესტერში" გადასვლაზე გავრცელებული ჭორები? ეს არ მაინტერესებს. ჭორების განხილვას არ ვაპირებ. ფოკუსირებული ვარ იმაზე, რა ხდება ჩემს გუნდში.

სერხი რობერტო ძალიან სწრაფად ჩაერთო თამაშში, თუმცა შესანიშნავად ითამაშა. კარგი იყო ალბაც. დაცვა ჩვენს სისტემაში მნიშვნელოვანია".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.