პრიემრას მე-4, მე-5 და მე-6 ტურების დროები ცნობილია

  • 17-08-2015, 14:13
  • პრიემრას მე-4, მე-5 და მე-6 ტურების დროები ცნობილია

    რამდენიმე წუთის წინ, ესპანეთის ჩემპიონატის 2015/16 წლების გათამაშების მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ტურის ოფიციალური დროები გახდა ცნობილი.

    "ბარსელონა", პრიმერას მე-4 ტურში, "ლევანტეს" უმასპინძლებს. თამაში 20 სექტემბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.

    3 დღის შემდეგ, 23 სექტემბერს, ლუის ენრიკეს გუნდი "სელტას" ეწვევა. შეხვედრის ჩატარების დრო 22 საათია.

    კიდევ 3 დღის შემდეგ, 26 სექტემბერს, თბილისის დროით 18 საათზე, "ბარსელონა", პრიმერას მე-6 ტურში, "ლას პალმასს" უმასპინძლებს.

    2015/16 წლების სეზონის "ბარსელონას" სრული კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე.



    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.