ტოტი: "მესი სიკეთის სიმბოლოა"

ტოტი: "მესი სიკეთის სიმბოლოა"

"რომას" კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ კომენტარი გააკეთა "ბარსელონასთან" გამართული შეხვედრის შემდეგ და შეაქო კლუბის არგენტინელი ფორვარდი, ლიონელ მესი.

"ოთხშაბათს პატივი გვქონდა გვეთამაშა "ბარსელონას" წინააღმდეგ "კამპ ნოუზე". ასეთ გუნდთან თამაში ფასდაუდებელი გამოცდილებაა. ძალიან სასიამოვნო იყო ლუის ენრიკესთან კიდევ ერთხელ შეხვედრა და ამავე დროს შემოწმება გავიარეთ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან.

მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ლიონელ მესის შესახებ: ის, არ არის მხოლოდ ერთი სახის ადამიანი, არამედ სიკეთის ნამდვილი სიმბოლოა. ლეო საოცარი ფეხბურთელი და უბრალოდ შესანიშნავი ადამიანია." – განაცხადა ტოტიმ თავის ოფიციალურ საიტზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.