"ბარსას" მეოთხე კაპიტანი მასკერანო გახდა

"ბარსას" მეოთხე კაპიტანი მასკერანო გახდა

"ბარსელონას" პირველმა გუნდმა მომავალი სეზონისთვის 4 კაპიტანი აირჩია. ესენი არიან: ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი და ხავიერ მასკერანო.

ინიესტა, ჩავის წასვლის შემდეგ, პირველი კაპიტანი გახდა, მესი და ბუსკეტსი, შესაბამისად, მეორე და მესამე ვიცე-კაპიტნები გახდნენ. მეოთხე კაპიტანი კი მასკერანო იქნება.

გამოკითხვა გუნდისა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს შორის გაიმართა.

ინიესტა, რომელმაც თავის მე-14 სეზონში 41 მატჩი ჩაატარა (2 945 წუთი) და გაიტანა 3 გოლი, გუნდს უკაპიტნებს. მესი, რომელმაც თავის მე-12 სეზონში 56 შეხვედრა ჩაატარა და 56 გოლი გაიტანა, ვიცე-კაპიტანი იქნება. გასულ წელს, ბუსკეტსმა 3 636 წუთი ითამაშა, მასკერანომ კი 46 მატჩი (3 926 წუთი) ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 24 იანვარი 2018 21:13
    0
    შემდეგი კაპიტანი პიკე იქნენება..........