Marca: მასკერანო შესაძლოა "ბარსელონას" ახალი კაპიტანი გახდეს

Marca: მასკერანო შესაძლოა "ბარსელონას" ახალი კაპიტანი გახდეს

ჩავი ერნანდესის წასვლის შემდეგ, რომელმაც "ბარსელონა" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა, ლუის ენრიკე იძულებული გახადა გუნდისთვის ახალი კაპიტანი შეერჩია. როგორც Marca იტყობინება, ამ წოდებისთვის ამჟამად სამი პრეტენდენტი მოისაზრება - ხავიერ მასკერანო, ლიონელ მესი და ჟერარ პიკე. 

30 წლის მასკერანომ უკვე განაცხადა, რომ კაპიტანი ის უნდა იყოს, ვისაც ცუდი შედეგების შემდგომ პრესასთან კონტაქტი ექნება. ამ მაგილითით სავარაუდოდ არგენტინელმა მზადყოფნა გამოხატა.

როგორც მოსალოდნელია, გადაწყვეტილება აგვისტოში იქნება მიღებული გამოკითხვის პრინციპით, ეს კი მაშინ მოხდება როდესაც გუნდში ყველა ფეხბურთელი დაბრუნდება  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.