"ბარსელონას" მოგზაურობა ამერიკაში

"ბარსელონას" მოგზაურობა ამერიკაში

"ბარსელონა" ამერიკაში გაემგზავრება, სადაც 3 ქალაქს ეწვევა და 3 შეხვედრას გამართავს.

პირველი ქალაქი იქნება ლოს ანჯელესი, სადაც 21 ივლისს "გალაქსს" შეხვდებიან, 25 ივლისს სან ფრანცისკოში "მანჩესტერ იუნაიტედს", ხოლო 28 ივლისს ვაშინგტონში ჟოზე მოურინიოს გუნდს "ჩელსს" შეხვდებიან.

მას შემდეგ, რაც ამერიკული ტურნე დასრულდება 2 აგვისტოს გუნდი კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს "ფიორენტინასთან".

"ბარსელონას" ოფიციალური საიტი ფანებს სთავაზობს კონკურსს სახელწოდებით "Unstoppables", რომლის მოგების შემთხვევაშიც 2 ადამიანი კლუბს გაყვება ამერიკაში სამოგზაუროდ.

კონკურსის ინსტრუქციას ფანები იხილავენ beabarcafan.com-ზე. გამარჯვებულების ვინაობა 7 ივლისს გახდება ცნობილი. კამპანიის მიზანი მხოლოდ მათი ფეხბურთელებთან დაახლოება არ არის, ისინი მოინახულებენ მნიშვნელოვან ადგილებს, მათ შორის ჰოლივუდს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.