MD: დი მარია "ბარსელონაში" ვერ გადავა

MD: დი მარია "ბარსელონაში" ვერ გადავა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანხელ დი მარია ინგლისური კლუბიდან "ბარსელონაში" ვერ გადავა. ამ ინფორმაციას ესპანური Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის "მანჩესტერთან" კონტრაქტში ჩადებული ერთ-ერთი პუნქტი მის კატალონიურ კლუბში გადასვლას კრძალავს.

აქვე დავძენთ, რომ, ცოტა ხნის წინ, Fox Sports-ის არგენტინელმა ჟურნალისტმა, კრისტიან მარტინმა, დი მარიას "ბარსაში" შესაძლო ტრანსფერზე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.