ლაპორტა ერიკ აბიდალის "ბარსელონაში" დაბრუნებას გეგმავს

ლაპორტა ერიკ აბიდალის "ბარსელონაში" დაბრუნებას გეგმავს

ხუან ლაპორტა, "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გუნდში ერიკ აბიდალის დაბრუნებას აპირებს. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ლაპორტა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კარლეს პუიოლის სპორტულ დირექტორად დანიშვნას გეგმავდა, მაგრამ "ბარსას" ლეგენდამ განაცხადა, რომ ის არცერთი კანდიდატის გუნდში არ შედის. ბოლო ინფორმაციით, ლაპორტა კლუბში ერიკ აბიდალის მიწვევას აპირებს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციაზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.