რივალდო: "ლუის ენრიკემ ყველა სირთულე გადალახა"

  • 13-06-2015, 18:40
  • რივალდო: "ლუის ენრიკემ ყველა სირთულე გადალახა"

    "ბარსელონას" ბრაზილიელი ლეგენდა რივალდო კატალონიური კლუბის მიერ 2014/15 წლების სეზონში მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს.

    "მინდა ლუის ენრიკეს, "ბარსელონაში" გაწეული სამუშაოსთვის, მადლობა გადავუხადო.

    მისთვის, დასაწყისი რთული იყო, მაგრამ ის, როგორც ყოველთვის, სერიოზულად იყო განწყობილი, რასაც ყველა სირთულის გადალახვა მოჰყვა.

    მან დაიმსახურა ყველაფერი, რასაც მიაღწია. ის ყოველთვის შესანიშნავი ადამიანი იყო.

    ბარსელონაში ჩასვლას ვგეგმავ, რათა მას მაგრად ჩავეხუტო."

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.