ვერმალენი 2004 და 2015 წლებში - დებიუტი და ჩემპიონობა

ვერმალენი 2004 და 2015 წლებში - დებიუტი და ჩემპიონობა

"ბარსელონას" ბელგიელი მცველი ტომას ვერმალენი საინტერესო ფეხბურთელია. მან ესპანეთის ჩემპიონატი თავის პირველივე შეხვედრაში მოიგო, თუმცა, როგორც ირკვევა, 29 წლის უკანახაზელისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა.

ტომას ვერმალენი "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში გადავიდა, მაგრამ რთული ტრავმის გამო, მისი დებიუტი მხოლოდ სეზონის მიწურულს, "დეპორტივოსთან" გამართულ შეხვედრაში შედგა. ამ მატჩის შემდეგ, "ბარსელონას" ლა ლიგის თასი გადაეცა.

სადებიუტო თამაშის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონის თასის აღმართვა ვერმალენისთვის უცხო ხილი არაა. 2003/04 წლების სეზონში, ვერმალენი ამსტერდამის "აიაქსში" გამოდიოდა. მაშინ ჯერ კიდევ 18 წლის ფეხბურთელი მწვრთნელმა პირველად სეზონის მიწურულს ათამაშა და პირველივე შეხვედრის შემდეგ ვერმალენი ჰოლანდიის ჩემპიონისთვის განკუთვნილ თასს დაეპატრონა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.