"ბარსამ" თვალი ალეიშ ვიდალს დაადგა

"ბარსამ" თვალი ალეიშ ვიდალს დაადგა

კატალონიური El Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" "სევილიას" მარჯვენა მცველის, ალეიშ ვიდალის შეძენითაა დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონადან" დანი ალვესის წასვლა გადაწყვეტილია. ესპანური პრესის ინფორმაციით, კატალონიელებმა ბრაზილიელის შემცვლელს იმ გუნდში მიაგნეს, რომლიდანაც თავად ალვესი შეიძინეს. "ბარსა" 25 წლის კატალონიელი ფეხბურთელის, ალეიშ ვიდალის შეძენითაა დაინტერესებული.

ვიდალი "სევილიაში" 2014 წელს გადავიდა. 2014/15 წლების სეზონში მან 35 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა", ალვესის შემცვლელად, ფაბინიოს ("მონაკოს"), სერჟ ორიეს (პსჟ), ლუკაშ პიშჩეკს ("დორტმუნდი"), მატეო დარმიანს ("ტორინო"), მარიო გასპარსა ("ვილიარეალი") და ფაბიან ჯონსონს ("გლადბახი") განიხილავდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.