მუნირი, სანდრო და სამპერი, მომდევნო სეზონიდან, პირველ გუნდში ითამაშებენ

  • 16-05-2015, 13:55
  • მუნირი, სანდრო და სამპერი, მომდევნო სეზონიდან, პირველ გუნდში ითამაშებენ

    "ბარსა ბ"-ს ახალგაზრდა ფეხბურთელები - სერხი სამპერი, მუნირ ელ ჰადადი და სანდრო რამირესი, მომდევნო სეზონიდან, პირველ გუნდში ითამაშებენ. ამ ინფორმაციას Football Espana ავრცელებს.

    სერხი სამპერი საყრდენი ნახევარმცველია, მუნირი და სანდრო კი, თავდამსხმელები. მიმდინარე სეზონში, ისინი პირველ გუნდში რამდენჯერმე გამოჩნდნენ. ლუის სუარესის დისკვალიფიკაციის პერიოდში, სანდრო და მუნირი პირველ გუნდში ხშირად თამშობნენ. მუნირმა ესპანეთის ნაკრებიდან მიწვევაც მიიღო.

    ცნობილია, რომ ამ ფეხბურთელებით არაერთი კლუბი დაინტერესებული, მაგრამ კატალონიელები მათ შენარჩუნებას გეგმავენ. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ახალგაზრდა მოთამაშეებმა კლუბის ხელმძღვანელობისგან პირველ გუნდში გადაყვანის გარანტია მიიღეს.



    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.