ალვესი "ბარსასთან" კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს

ალვესი "ბარსასთან" კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს

"ბარსელონას" მარჯვენა მცველი დანი ალვესი მიმდინარე თვის ბოლომდე კატალონიურ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამ ინფორმაციას Goal.com ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ახალი კონტრაქტი გათვლილი იქნება 2 წელიწადზე.

აქამდე, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა უარი თქვა "ბარსელონას" პირველ შეთავაზებაზე, მისმა აგენტმა დინორა სანტანამ კი განაცხადა, რომ ალვესი არანაირ მოლაპარაკებებს აღარ გამართავს კატალონიურ კლუბთან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.