მარტინო: "მესი ბევრად უფრო გუნდური ფეხბურთელი გახდა"

  • 1-05-2015, 01:07
  • მარტინო: "მესი ბევრად უფრო გუნდური ფეხბურთელი გახდა"

    "ბარსელონას" ყოფილი და ამჟამად არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო თვლის, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ ლიონელ მესი ბევრად უფრო გუნდური ფეხბურთელი გახდა.

    "ახლა ბევრად უფრო გუნდურ ფეხბურთელ მესის ვხედავთ. ამაში მნიშვნელოვანი როლი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატმა ითამაშა. მუნდიალზე მესი ისე არ ბრწყინავდა ინდივიდუალურ დონეზე, მაგრამ ბევრად მეტჯერ ერთვებოდა გუნდურ თამაშში. ჩემთვის ეს პოზიტიურია, რადგან მას ინდივიდუალური თვისებები ყოველთვის ჰქონდა. ლეო ინდივიდუალურობას საჭიროების შემთხვევაშიც ისევ იყენებს".

    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.