ლუის ენრიკემ ვერმალენი განაცხადიდან ამოაგდო

  • 13-04-2015, 16:07
  • ლუის ენრიკემ ვერმალენი განაცხადიდან ამოაგდო

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, გუნდის ბელგიელი ცენტრალური მცველი ტომას ვერმალენი პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი თამაშის განაცხადიდან ამოაგდო. ამ ინფორმაციას "ბარსას" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

    დაახლოებით ნახევარი საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ვერმალენი, რომელსაც ექიმებისგან თამაშის ნებართვა ჯერ არ მიუღია, 23-კაციან განაცხადში მოხვდა. თუმცა, ენრიკემ გადაწყვეტილება მაინც შეცვალა. საბოლოო გადაწყვეტილებით, ვერმალენი ბარსელონაში დარჩება და მკურნალობის პროცესს განაგრძობს.

    კომენტარები [ 42 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.