დეულოფეუმ ახალგაზრდულ ნაკრებში გაიბრწყინა

დეულოფეუმ ახალგაზრდულ ნაკრებში გაიბრწყინა

გუშინ, ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბელარუსი თანატოლები 4:0 გაანადგურა. თამაშის გმირად "ბარსელონადან" "სევილიაში" განათხოვრებული ჟერარ დეულოფეუ იქცა, რომელმაც მონაწილეობა ოთხივე გოლში მიიღო.

დეულოფეუმ, რომელიც კაპიტნის სამკლავურით თამაშობდა, 25-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც ავტოგოლი მოჰყვა. 49-ე წუთზე, 21 წლის ფეხბურთელმა გოლი თავად გაიტანა. 4 წუთში, მან "ბარსელონას" კიდევ ერთ ფეხბურთელს, მუნირ ელ ჰადადის გაატანინა, ხოლო 59-ე წუთზე, ასისტენტობა გომესს გაუწია. ბელარუსის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში სერხი სამპერმა და დენის სუარესმაც ითამაშეს.

ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ მატჩში სრულად ითამაშა გერმანელმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, რომლის გუნდმაც 2:3 წააგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.