კატარელები ჩავის ნაკრების გაწვრთნას სთავაზობენ

კატარელები ჩავის ნაკრების გაწვრთნას სთავაზობენ

კატალონიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩავი კარიერას კატარულ "ალ-სადში" განგრძობს, უკვე გამცნეთ. გუშინვე გავრცელდა ასევე ინფორმაციაც, რომ "ბარსას" ვეტერანი ფეხბურთელი კატარის ეროვნული ნაკრების მრჩეველიც იქნება. დღეს კი, დამატებითი ცნობებიც გავრცელდა.

თუ მადრიდულ AS-ს დავუჯერებთ, კატარელებმა ჩავი 7-წლიან პროექტზე მიიწვიეს. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ის "ალ სადის" ფეხბურთელი იქნება და წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს. მხარეებმა, შესაძლოა, თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ. გარდა ამისა, ჩავის "ალ სადის" მწვრთნელობასაც სთავაზობენ. მთავარი სიახლე კი ისაა, რომ კატარელების გათვლით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს სწორედ ჩავიმ უნდა უთავკაცოს. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მუნდიალი სწორედ კატარში ჩატარდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 51 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.