Qatar Airways "კამპ ნოუსთვის" სახელის შეცვლას არ გამორიცხავს

Qatar Airways "კამპ ნოუსთვის" სახელის შეცვლას არ გამორიცხავს

Qatar Airways-ის გენერალური დირექტორი აქბალ ალ ბაკერი "ბარსელონას" საშინაო სტადიონის, "კამპ ნოუს" დასახელებაში სპონსორის სახელის დამატებას არ გამორიცხავს.

კატარულ კომპანიასა და "ბარსელონას" ერთმანეთთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებთ. კატალონიური კლუბის პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს თქმით, "ბარსა" ახალ სპონსორს ეძებს, მაგრამ როგორც ირკვევა, კატარის ავიახაზები ესპანელებთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ.

"ჩვენი კომპანიისთვის ყველაფერი შესაძლებელია. სიურპრიზებისთვის მზად ვართ და ერთ-ერთი მათგანი, შესაძლოა, "კამპ ნოუსაც" უკავშირდებოდეს.

ეს შეიძლება მოხდეს ახალი კონტრაქტის პირობებით, რომელზე მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.

Qatar Airways-სა და "ბარსელონას" ერთნაირი ღირებულებები აქვთ." - აცხადებს ალ ბაკერი.

მადრიდული AS-ის ცნობით, "კამპ ნოუსთვის" "Camp Nou Qatar Airways"-ის დარქმევის შემთხვევაში, კატალონიური კლუბი, 30-ის ნაცვლად, წელიწადში 50 მილიონ ევროს მიიღებს.

თუ გავრცელებული ინფორმაცია მართალი აღმოჩნდა, "ბარსელონა" ერთადერთი ესპანური გრანდი არ იქნება, რომელიც სტადიონს სახელს შეუცვლის. იგივე AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" საშინაო არენას, რეკონსტრუქციის შემდეგ, "აბუ დაბი ბერნაბეუ" დაერქმევა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 30 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.