"ბარსელონა" Qatar Airways-თან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს

"ბარსელონა" Qatar Airways-თან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს

"ბარსელონას" Qatar Airways-თან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი აღარ აქვს და კატალონიური კლუბი მაისურის სპონსორის ახალ ვარიანტს ეძებს. ამ ინფორმაციას "ბარსას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ ადასტურებს.

"სხვა ვარიანტების ძებნას დავიწყებთ. ვალდებულნი ვართ ასე მოვიქცეთ. სკრუპულოზულად ვაკვირდებით კატარში ამჟამად არსებულ სიტუაციას, რომელიც მას შემდეგ შეიცვალა, რაც ჩვენ თანამშრომლობა დავიწყეთ. ამ ეტაპზე არსებობს სოციალური და პოლიტიკური ასპექტები, რომლებიც 4 წლის წინ არ იყო. ჩვენი კლუბისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ." - განაცხადა ბართომეუმ.

ბოლო დროს, "ბარსელონას" Qatar Airways-სთან თანამშრომლობის გამო ხშირად აკრიტიკებენ. ამის მიზეზი კატარში შექმნილი ვითარებაა. როგორც ცნობილია, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სტადიონების მშენებლობის დროს მუშების უფლებები უხეშად ირღვევა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.