"ბარსელონა", ზაფხულში, აშშ-სა და მექსიკას ეწვევა

"ბარსელონა", ზაფხულში, აშშ-სა და მექსიკას ეწვევა

"ბარსელონა" 2015/16 წლების სეზონისწინა სამზადისის ნაწილს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში გაატარებს. თარიღები ჯერ დადგენილი არაა, რაგრამ "ბარსელონამ" ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ კატალონიური კლუბი ამერიკის კონტინენტს 2015 წლის ზაფხულში, 4-წლიანი შესვენების შემდეგ ეწვევა.

"ბარსელონა" წინასასეზონო მზადებას ამერიკაში მეოთხედ გაივლის. პირველად ეს 2003 წელს მოხდა, როცა კატალონიელები ბოსტონს, ვაშინგტონსა და ფილადელფიას ეწვივნენ. 3 წლის შემდეგ, მათ აშშ-ს გარდა მექსიკაც მოიარეს. 2006 წელს "ბარსელონამ" თამაშები მონტერეიში, ლოს ანჯელესში, ჰიუსტონსა და ნიუ იორკში ჩაატარა. გავიდა კიდევ 3 წელი და "ბარსა" ლოს ანჯელესს, სიეტლსა და სან ფრანცისკოს ეწვია. აშშ-ში კატალონიელთა ბოლო ვიზიტი 2011 წელს შედგა, როდესაც გვარდიოლას გუნდმა ვაშინგტონში, მაიამისა და დალასში ითამაშა. საინტერესოა, რომ ბოლო 3 შემთხვევაში "ბარსელონა" ამერიკაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

2011 წლის შემდეგ, "ბარსა" ევროპასა და აზიაში მოგზაურობით შემოიფარგლება. 2012 წელს, კატალონიელებმა წინასასეზონო მზადება ევროპაში გაიარეს, ხოლო 2013 წელს ისინი აზიას ეწვივნენ. 2014 წელი კვლავ ევროპის იყო, რის შემდეგაც, ამერიკის შეერთებული შტატების ჯერი მოვიდა. იმედი ვიქონიოთ, "ბარსელონა" აშშ-ს კვლავ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის სტატუსით ეწვევა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.