მესიმ, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში, მე-2 ადგილი დაიკავა

  • 12-01-2015, 23:16
  • მესიმ, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში, მე-2 ადგილი დაიკავა

    მსოფლიოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. რაც შეეხება "ბარსელონას" არნგენტინელ ვარსკვლავს, ლიონელ მესის - მან მე-2 ადგილი დაიკავა.

    მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ "ოქროს ბურთის" ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეს ჯილდო იმ წელს მიიღო, როდესაც მისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა. სანაკრებო კრახის მიუხედავად, რონალდუს ბრწყინვალე წელი ჰქონდა, რაც შედეგებშიც აისახა - მან ხმების 37.66% მიიღო. პორტუგალიელმა დამსახურებულად მოიგო და დროა, მის გულშემატკივრებს მივულოცოთ.

    მე-2 ადგილზე გასულ მესის წილად ხმების 15.76% ხვდა, ხოლო ნოიერმა 15.72% აიღო.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ლეო მესი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიოს სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის ზედიზედ 8-ჯერ მოხვდა. გარდა ამისა, მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ეს ჯილდო 4-ჯერ აქვს მოგებული.

    კომენტარები [ 96 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.