"ატლეტიკო" ლეო მესის უფრთხის

"ატლეტიკო" ლეო მესის უფრთხის

ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან. ტრადიციულად, მესის მადრიდელებთან შესანიშნავი შედეგის კიდევ უფრო გაუმჯობესების შანსი ეძლევა.

არგენტინელ ვარსკვლავს ლა ლიგის ბოლო 7 სეზონში მადრიდის "ატლეტიკოს" კარში "კამპ ნოუზე" 12 გოლი გაუტანია. თავდამსხმელმა, 2007/08 სეზონის შემდეგ, მოედანი უგოლოდ მხოლოდ ერთხელ დატოვა. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის გასული სეზონის ბოლო სათამაშო დღეს, როდესაც გუნდება 1-1 ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც "ბარსას", 2007 წლიდან 2014 წლამდე, საშიანაო შეხვედრაში მადრიდელებთან არ გაუმარჯვია. ასე რომ, თუ მესი "ატლეტიკოსთან" გაიტანს, დიდი შანსია, რომ კატალონიელებმა 3 ქულა მოიპოვონ.

2007/08 სეზონიდან 20012/13 სეზონის ჩათვლით, "ატლეტიკოს" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" არ დაუმარცხებია. ამ მოგებულ მატჩებში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი აქვს შეტანილი ლეო მესის. მან "ატლეტიკოს" 2007/08 და 2008/09 სეზონებში (3-0; 6-1) ერთი გოლი გაუტანა, 2009/10 და 2012/13 სეზონებში კი (5-2; 4-1) - 2.

არგენტინილისთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია 2010/11 და 2011/12 სეზონები (3-0; 5-0), როდესაც მან "წითელ-თეთრების" წინააღმდეგ ჰეთ თრიქი შეასრულა. იმედი ვიქონიოთ, ლეო ხვალინდელ შეხვედრაში გუნდს დაეხმარება, "ბარსელონა" კი 3 ქულას მოიპოვებს.

[media=http://www.youtube.com/watch?v=2DKgC-MTJ0I]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 86 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.