ავირჩიოთ წლის საუკეთესო მწერალი

  • 4-01-2015, 17:04
  • ავირჩიოთ წლის საუკეთესო მწერალი

    უკვე მე-5 წელია, ჩვენი საიტი წლის საუკეთესო მწერალს ავლენს და მას აჯილდოვებს. წინა 4 შემთხვევის მსგავსად, სისტემა უცვლელია: კონკურსში მონაწილეობას ღებულობენ გასული კალენდარული წლის განმავლობაში თვის საუკეთესო მწერლებად დასახელებული მომხმარებლები. კონკურსი შედგება 2 ნაწილისგან: 1. საიტის მომხმარებლები ირჩევენ საკუთარ რჩეულს; 2. სამკაციანი ჟიური ირჩევს თავის რჩეულს.

    სულ თამაშდება 5 ხმა. აქედან 2 ხმა შეხვდება საიტის მომხმარებელთა რჩეულს. ჟიურის თითო წევრს თითო ხმის უფლება აქვს. ხმების გაყოფის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ჟიურის რჩეულს. ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ დავიცვათ ბალანსი მომხმარებლებისა და ჟიურის არჩევანს შორის.

    ხმის მიცემა შეგიძლიათ მთავარ გვერდზე გამოქვეყნებული გამოკითხვის საშუალებით. გამოკითხვა გაგრძელდება 14 იანვრის ჩათვლით.

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.