თანაგუნდელებმა მონტოიას მხარდაჭერა გამოუცხადეს

თანაგუნდელებმა მონტოიას მხარდაჭერა გამოუცხადეს

კატალონიური l'esportiu-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა მარტინ მონტოიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და კლუბში დარჩენაში მის დარწმუნებას შეეცადნენ.

"ბარსელონას" 23 წლის მარჯვენა მცველი კლუბიდან გაშვებას ითხოვს. ამის მიზეზი მცირე სათამაშო დროა. ფეხბურთელის აგენტის თქმით, მონტოიას იანვარში წასვლა გარდაუვალია, თუმცა "ბარსელონაში" ასე არ ფიქრობენ. კლუბის წარმომადგენლები მარტინს მხოლოდ 20 მილიონ ევროდ შეელევიან, ამხელა თანხის გადამხდელი კი არავინ ჩანს.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ზამთრის შესვენების შემდეგ პირველი ვარჯიშის დროს, თანაგუნდელებმა მონტოიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და მის გადარწმუნებას შეეცადნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.