"პორტუ" ტელიოს "ბარსელონაში" ვადაზე ადრე დააბრუნებს

"პორტუ" ტელიოს "ბარსელონაში" ვადაზე ადრე დააბრუნებს

თუ კატალონიურ Sport-ს დავუჯერებთ, "პორტუ" კრისტიან ტელიოს "ბარსელონაში" ვადაზე ადრე დაბრუნებას გეგმავს.

ტელიო "ბარსელონადან" "პორტუში" გასულ ზაფხულში გადავიდა. არენდის მოქმედების ვადად 2 წელი განისაზღვრა, ხოლო ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად - 8 მილიონი ევრო.

კატალონიური პრესის ცნობით, პორტუგალიელები 23 წლის გარემარბის გუნდში 2 წლით დატოვებას არ გეგმავენ და მას "ბარსელონაში" მიმდინარე სეზონის ბოლოს დააბრუნებენ.

კრისტიან ტელიომ, "პორტუს" მაისურით, 18 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.