ინიესტა: "ბარსელონა" ნეიმარის განვითარებისთვის იდეალური ადგილია"

  • 27-12-2014, 15:36
  • ინიესტა: "ბარსელონა" ნეიმარის განვითარებისთვის იდეალური ადგილია"

    "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ბრაზილიელ თანაგუნდელს, ნეიმარს აქებს და აცხადებს, რომ კატალონიური კლუბის სამხრეთ ამერიკელი შემტევისთვის იდეალური ადგილია.

    "ნეიმარის ტალანტში ეჭვი არ მეპარება. "ბარსელონა" მისი განვითარებისთვის იდეალური ადგილია. ბრაზილიელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და იმედი მაქვს ის ასევე განაგრძობს.

    მესი? იმედი მაქვს, "ოქროს ბურთს" ის მიიღებს. ეს სასიამოვნო იქნება, რადგან ასეთი ჯილდო მთელი გუნდის წვლილზე მეტყველებს.

    რაღაც მიზანი ყოველთვის არსებობს. გუნდმა თავისი ამოცანები 2014 წელს ვერ შეასრულა, ისევე, როგორც პირადად მე ვერ მივაღწიე დასახულ მიზნებს.

    ახალ წელს მოვუმატებთ და მიზნების მიღწევას შევეცდებით."

    კომენტარები [ 33 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.