"იუვენტუსი" მონტოიაში 20 მილიონის გადახდას არ აპირებს

  • 26-12-2014, 19:07
  • "იუვენტუსი" მონტოიაში 20 მილიონის გადახდას არ აპირებს

    კატალონიური El Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" "ბარსელონას" მარჯვენა მცველში, მარტინ მონტოიაში 20 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.

    მონტოია რომ "ბარსელონადან" წასვლასთან ახლოსაა, ეს საიდუმლო არავისთვისაა. ესპანელი მარჯვენა მცველი სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის და მას მშობლიური კლუბის დატოვება სურს. ცნობილია, რომ 23 წლის ფეხბურთელით ყველაზე მეტად "იუვენტუსია" დაინტერესებული, მაგრამ როგორც ირკვევა, ტურინელები "ბარსას" მიერ მოთხოვნილი 20 მილიონის გადახდას არ აპირებენ. "ბებერი სინიორას" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მონტოიას ფასი 12 მილიონ ევროს არ აღემატება.

    კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, "იუვენტუსს" მონტოიას არენდით აყვანა და მისი 2015 წლის ზაფხულში გამოსყიდვა სურს.



    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.