დეკუმ ოქროს ბურთის პრეტენდენტებზე ისაუბრა

დეკუმ ოქროს ბურთის პრეტენდენტებზე ისაუბრა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, დეკუ თვლის, რომ 2014 წლის შედეგებით ოქროს ბურთს თანამემამულე, კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს. დეკუმ ასევე ისაუბრა არგენტინელ ლიონელ მესიზეც. იტყობინება, A Bola.

"კრიშტიანუ რონალდუ - საუკეთესოა ვისთანაც ოდესმე ნაკრებში მითამაშია, მესი კი - საუკეთესო ვისთანაც საკლუბო დონეზე მითამაში. ლიონელი ფანტასტიური მოთამაშეა, რომელიც ისტორიას მომავალშიც დაწერს, თუმცა 2014 წელს "ოქროს ბურთი" კრიშტიანუ რონალდუმ დაიმსახურა. მან ფანტასტიური სეზონი ჩაატარა და დაეხმარა "რეალს" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში, რონალდუს შეჩერება მოედანზე შეუძლებელია." - განაცხადა, დეკუმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.