"ლივერპული" მზადაა გლებში 8 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

  • 9-08-2010, 20:21
  • "ლივერპული" მზადაა გლებში 8 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

    ინგლისური "ლივერპული" დაინტერესდა ესპანური "ბარსელონას" ნახევარმცველი, ალექსანდრე გლებით. "წითლები" მზად არიან ბელარუსიელში 8 მილიონი ფუნტი გადაიხადონ, იტყობინება Caught Offside.

    შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში 2008 წელს ჩაირაცხა. მან დატოვა ლონდონის "არსენალი" იმის იმედად, რომ "ბარსაში" წარმატებას მიაღწევდა, თუმცა დღემდე ვერ შეძლო ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება. ასევე გეტყვით, რომ "ლივერპულის" გარდა ალექსანდრეთი ევროპის სხვა გრანდებიც არიან დაინტერესებულნი. ესენი არიან: "ფულჰემი", "მარსელი", სევილია" და "ტოტენჰემი".

    წყარო: soccer.ru



    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.