კურბისი: "30 წლის შემდეგ არავინ იტყვის, რომ ნოიერი რონალდუს და მესის ჯობდა"

  • 4-12-2014, 23:27
  • კურბისი: "30 წლის შემდეგ არავინ იტყვის, რომ ნოიერი რონალდუს და მესის ჯობდა"

    ფრანგული "მონპელიეს" მთავარმა მწვრთნელმა, როლან კურბისმა მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარის, მანუელ ნოიერის შანსებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ გერმანელი "ოქროს ბურთის" ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, კრიშტიანუ რონალდუსთან და ლიონელ მესისთან ერთად.

    "30 წლის შემდეგ, როდესაც თქვენი შვილიშვილები შეგეკითხებიან იყო თუ არა ნოიერი ნამდვილად საუკეთესო მესისთან და რონალდუსთან შედარებით, რას უპასუხებთ "დიახ"? საკლუბო დონეზე ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში ნოიერმა "რეალთან" ოთხი ბურთი გაუშვა. ამპლუა ფეხბურთში - ეს იგივეა, რაც განსხვავებული პროფესია, თუმცა ნოიერის პოზიციის შედარება რონალდუსა და მესის პოზიციასთან არც შეიძლება." - განაცხადა, კურბისმა.

    შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთის" დაჯილდოვების ცერემონია 2015 წლის 12 იანვარს ციურიხში გაიმართება. 

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.