მესიმ "სევილია" "რეალს" გაუთანაბრა

  • 23-11-2014, 20:17
  • მესიმ "სევილია" "რეალს" გაუთანაბრა

    ლიონელ მესის მიერ "სევილიას" კარში ჰეთ თრიქის გაფორმება მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ არგენტინელმა ესპანეთის ჩემპიონატში ახალი რეკორდი დაამყარა. ამ თამაშის შემდეგ, ლეოს "სევილიას" კარში უკვე 21 ბურთი აქვს გატანილი. ანდალუსიური კლუბი, ამ მხრივ, მადრიდის "რეალს" გაუთანაბრდა.

    "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გამართულ შეხვედრაში კიდევ არაერთი საინტერესო რამ მოხდა:

    • მესიმ "სევილიას" 21-ე გოლი გაუტანა. აქედან მან 18 ბურთი ლა ლიგაში გაიტანა. ესპანეთის ჩემპიონატში ლეოს ამდენი გოლი სხვა არცერთი გუნდის კარში არ გაუტანია. დანარჩენი 3 გოლი მესიმ "სევილიას" ესპანეთის სუპერთასზე გაუტანა;
    • მესის 21 გოლი "რეალის" კარშიც აქვს გატანილი. ეს ბურთები ესპანეთის ჩემპიონატზე (14), ესპანეთის სუპერთასსა (5) და ჩემპიონთა ლიგაზე (2) ნაწილდება. მას 20-ჯერ ასევე მადრიდული "ატლეტიკოს" კარი აქვს აღებული;
    • ლეო მესიმ, მიმდინარე წლის 23 მარტს "რეალის" კარში 3 გოლის გატანის შემდეგ პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა;
    • მესიმ, "ბარსელონას" პირველ გუნდში, 27-ე ჰეთ თრიქი გაიფორმა. აქედან 4 შემთხვევაში მან ჰეთ თრიქს ერთი გოლიც დაამატა, ხოლო ერთხელ, "ლევერკუზენთან", მან თავი 5-ჯერ გამოიჩინა;
    • არგენტინელმა, მიმდინარე სეზონში, ყველა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მან 14 გოლი გაიტანა, რაც ნეიმარის მაჩვენებელზე ერთით მეტია;
    • ნეიმარი, ლა ლიგაში, "ბარსას" საუკეთესო ბომბარდირად რჩება. მან მესიზე ერთით მეტი, 11 გოლი გაიტანა;
    • მესიმ და ნეიმარმა, მიმდინარე სეზონში, ერთ მატჩში უკვე მეშვიდედ გაიტანეს. წინა ასეთი თამაშები იყო "ლევანტესთან" (5:0), "გრანადასთან" (6:0), პსჟ-სთან (2:3), "რაიოსთან" (2:0), "ეიბართან" (3:0) და "აიაქსთან" (3:1).
    • პიკემ (12), ალვესმა (11) და მატიემ (11) "ბარსელონას" ბურთი ყველაზე მეტჯერ მოუპოვეს;
    • ივან რაკიტიჩმა "ბარსელონაში" თავისი მე-3 გოლი გაიტანა და აქედან მე-2 თავით. როდესაც მას გააქვს, "ბარსა" ყოველთვის იგებს.

    მსგავსი სიახლეები

    "ოსასუნა" მე-5 გუნდია, რომელსაც მესიმ 20 ან მეტი გოლი გაუტანა
    „ლას პალმასი“ - ერთადერთი კლუბი პრიმერაში, რომლის კარში მესის გოლი არ გაუტანია
    ლეო მესი - "სევილიას" რისხვა
    17 წლის მესის პოკერი "სევილიას" კარში
    მესი და ვილია - ”სევილიას” სასჯელი

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.