ფილიპე ლუისი: "ერთი-ერთზე ნეიმარის შეჩერება შეუძლებელია"

  • 18-11-2014, 13:27
  • ფილიპე ლუისი: "ერთი-ერთზე ნეიმარის შეჩერება შეუძლებელია"

    ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი მარცხენა მცველი ფილიპე ლუისი აცხადებს, რომ მისი თანამემამულის, "ბარსელონას" ვარსკვლავის, ნეიმარის ერთი-ერთზე შეჩერება შეუძლებელია.

    "ნეიმარის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია. როგორც მცველს, ვარჯიშებზე, მის წინააღმდეგ, არაერთხელ მითამაშია და გამოვიტანე დასკვნა, რომ ერთი-ერთზე მისი შეჩერების არანაირი შანსი არ არსებობს.

    ნეიმარი ბუნებით გამარჯვებულია და ის წაგებას ვერ იტანს. ვარჯიშის დროს მისი გამოწვევა ძალიან სახიფათოა, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება სამაგიერო გადაგიხადოს და სასაცილო მდგომარეობაში ჩაგაგდოს.

    ნეიმარს, როგორც ადამიანს, ვაღმერთებ." - აცხადებს ფილიპე ლუისი.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.