ლუის ენრიკე: "თუ რონალდუ ჯორდანია, მაშინ მესი - უილტ ჩემბერლეინი"

ლუის ენრიკე: "თუ რონალდუ ჯორდანია, მაშინ მესი - უილტ ჩემბერლეინი"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუნდის არგენტინელი ფორვარდის, ლიონელ მესის მორიგ მიღწევას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის VI ტურში "გრანადას" წინააღმდეგ, მესიმ კარიერაში მე-400 და 401-ე გოლები აღნიშნა. 

"თუ კრიშტიანუ რონალდუ - მაიკლ ჯორდანია, მაშინ ლიონელ მესი - უილტ ჩამბერლეინია, რომელმაც ერთ მატჩში 100 ქულა აიღო. მე მსურდა, რომ მატჩის მსვლელობისას მესი შემეცვალა, რათა მისთვის დასვენების საშუალება მიმეცა, მაგრამ მისი თამაშის ყურება - უდიდესი სიამოვნებაა, სწორედ ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ის მოედანზე 90 წუთის განმავლობაში დამეტოვებინა." - ამბობს, ესპანელი.

"ის შესანიშნავად აკეთებს საგოლე გადაცემებს და ამ ქმედებებზე დაკვირვება ცალკე სიამოვნებაა. წინაგრძნობაა იმისა, რომ თითქოს ის ჯადოსნურ ჯოხს შეეხო. მესის 400 გოლი? ჩვენთან ამდენი არავის გაუტანია, სკოლაშიც კი." - განაცხადა, ენრიკემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.