სუარესის დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა, მაგრამ ფეხბურთელი გუნდთან ივარჯიშებს

სუარესის დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა, მაგრამ ფეხბურთელი გუნდთან ივარჯიშებს

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) "ბარსელონასა" და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ლუის სუარესის 4-თვიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა. ამავე დროს, CAS-მა ფეხბურთელს თანაგუნდელებთან ვარჯიშის უფლება მისცა, იტყობინება BBC Sport. სუარესის დისკვალიფიკაცია 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელს აკრძალული ჰქონდა რაიმე საფეხბურთო საქმიანობა, მათ შორის გუნდთან ვარჯიშიც, 4 თვის განმავლობაში. ამავე მიზეზის გამო, "ბარსელონამ" ვერ შეძლო სუარესის პრეზენტაციის გამართვა "კამპ ნოუზე".

ამდენად, თავდამსხმელი მოედანზე დაბრუნებას 26 ოქტომბერს, მადრიდის "რეალთან" მატჩში შეძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 77 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.