„ბარსელონა“, სავარაუდოდ, სერხი რობერტოს არენდით გაუშვებს

„ბარსელონა“, სავარაუდოდ, სერხი რობერტოს არენდით გაუშვებს

"ბარსელონა", უახლოეს მომავალში, ნახევარმცველს, სერხი რობერტოს სხვა გუნდში გაუშვებს. ცნობილია, რომ კატალონიელები ახალგაზრდა ფეხბურთელს არენდით გაუშვებენ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად.

"ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიიჩნევს, რომ რობერტოს, ახალ სეზონში, მცირე შანის ექნება თავისი შესაძლებლობების "ბარსაში" გამოვლენის, რადგან კლუბმა შეიძინა ივან რაკიტიჩი და ჩავიმ დარჩენა გადაწყვიტა.

"ბარსელონას" ხელმძღვანელობას სურს, რომ სერხი რობერტომ სხვა ესპანურ გუნდში ითამაშოს, ისევე როგორც რაფინიამ, რომელმაც გასული სეზონი "სელტაში" ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.