რაფინია 12 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს

რაფინია 12 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, რაფაელ ალკანტარა 2014/2015 სეზონში 12 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. იტყობინება კლუბის ოფიციალური "ტვიტერის" გვერდი. 

აქამდე ბრაზილიაში დაბადებული ფეხბურთელი, რომელიც ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდის, 30 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა. გასული სეზონი 21 წლის ფეხბურთელმა ლუის ენრიკესთან ერთად "სელტაში" გაატარა, სადაც ესპანეთის ჩემპიონატში 32 შეხვედრა ჩაატარა, რაფინიამ თავი 4 გოლით და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.