ბრავო ბარსელონაში კვირას ჩავა

  • 4-07-2014, 18:02
  • ბრავო ბარსელონაში კვირას ჩავა

    კლაუდიო ბრავო ბარსელონაში კვირას, 6 ივლისს ჩავა. იმავე დღეს, ჩილელი მეკარე კლუბის ოფისთან ტრადიციულ ფოტოსესიაში მონაწილეობას მიიღებს. ორშაბათს, 7 ივლისს, ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის, კონტრაქტს ხელს მოაწერს და გულშემატკივრების წინაშე წარსდგება.

    ბრავოსა და "ბარსელონას" შორის კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით პროცედურების განრიგი ასეთია (საათები მითითებულია თბილისის დროით):

    კვირა, 6 ივლისი

    22:00 - ფოტოსესია კლუბის ოფისთან

    ორშაბათი, 7 ივლისი

    11:00 - სამედიცინო შემოწმება

    13:45 - კონტრაქტზე ხელის მოწერა

    14:00 - ფოტოსესია "კამპ ნოუზე", ექსკლუზიურად პრესისთვის

    14:45 - პრესკონფერენცია



    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.