მასიპმა გაახანგრძლივა

მასიპმა გაახანგრძლივა

როგორც 20 მაისს დაანონსდა, "ბარსელონას" 25 წლის მეკარემ, ხორდი მასიპმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ის კატალონიელთა პირველი გუნდის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

"ბარსას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მასიპმა კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა. ის კლუბში 2017 წლამდე, 25 ნომრით ითამაშებს.

ხორდი მასიპი "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში 2004 წელს მივიდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ის "ბარსა ბ"-ს ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით 79 თამაში ჩაატარა. ლუის ენრიკეს გუნდში დაბრუნების შემდეგ, მასიპი, რომელიც ამ მწვრთნელთან ერთად "ბარსა ბ"-ში მუშაობდა, პირველ გუნდში დაწინაურდა. მარკ-ანდრე ტერ შტეგენისა და კლაუდიო ბრავოს შემდეგ, მასიპი გუნდის მე-3 მეკარე იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.