ბრავოს აგენტი: „მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადასვლა - დიდი პატივი კლაუდიოსთვის“

ბრავოს აგენტი: „მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადასვლა - დიდი პატივი კლაუდიოსთვის“

კრისტიან ოგალდემ, ჩილეს ეროვნული ნაკრების გოლკიპერის, კლაუდიო ბრავოს აგენტმა მცირე კომენტარი გააკეთა მეკარის "რეალ სოსიედადიდან" "ბარსელონაში" ტრანსფერზე.

"კლაუდიო შესანიშნავი მეკარეა, კარგია საჰაერო ორთაბრძოლებში, მაგრამ მისი მთავარი კოზირი - ფეხებით თამაში, ის შესანიშნავად იწყებს შეტევებს. გარდა ამისა, ბრავო ბუნებით ლიდერია.

"ბარსელონაში" გადასვლა - უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი მის კარიერაში. მისთვის დიდი პატივია მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადასვლა. მას არ შეეძლო ამ შანსის ხელიდან გაშვება." - განაცხადა ბრავოს აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ ჩილეს ეროვნული ნაკრების მეკარე კატალონიურ გრანდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.