სკოლარი: „ნეიმარის მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებაა“

სკოლარი: „ნეიმარის მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებაა“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ ნეიმარის მთავარი მიზანი არა ინდივიდუალური, არამედ გუნდური წარმატებაა.

"მე ვისაუბრე ნეიმართან მატჩის დაწყებამდე იმაზე, რომ მას შეუძლია გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ვუთხარი, რომ მისთვის, ყველაფერი ამ ტურნირზე იწყება.

მაგრამ მისი მიზანი არ არის ის, რომ მსოფლიოს საკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ნეიმარისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.

ნეიმარი თავმდაბალი ადამიანია. მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელია და ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ გახდეს მსოფლიოში საუკეთესო." - განაცხადა სკოლარიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.