მასკერანოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

  • 7-06-2014, 12:38
  • მასკერანოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

    "ბარსელონას" ნახევარმცველს, ხავიერ მასკერანოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დარჩება თუ არა კატალონიურ გრანდში, იტყობინება Mundo Deportivo.

    გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის აგენტი კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა. "ბარსელონაში" იმედოვნებენ, რომ აგენტი მასკერანოს კატალონიის დედაქალაქში დარჩენაში დაარწმუნებს.

    თავად ფეხბურთელი, როგორც წყარო იტყობინება, არ გამორიცხავს "ბარსელონადან" წასვლას პირადი მიზეზების გამო, რომელიც ჯერ საჯაროდ ცნობილი არაა.

    მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსა" არგენტინელს შეინარჩუნებს, ვინაიდან, ფეხბურთელი მზადაა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.