"ნაპოლი" მასკერანოსთვის ბრძოლას აგრძელებს

"ნაპოლი" მასკერანოსთვის ბრძოლას აგრძელებს

ამასთან დაკავშირებით არგენტინელი ფეხბურთელის წარმომადგენელი იტყობინება.

როგორც ხავიერ მასკერანოს აგენტი ბერნანდო ბავარონე აღნიშნავს, "ბარსელონას" ხელმძღვანელობასა და მის კლიენტს შორის, მოედანზე სათამაშო პოზიციასთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობს.

"რაფა ბენიტესს თავის გუნდში მასკერანოს ხილვა სურს და მისი შეძენის ვარიანტს განიხილავს", - ციტირებს ბერნანდო ბავარონეს სიტყვებს A Bola.

"ხავიერი საკუთარ თავს ნახევარმცველად თვლის და სწორედ ამ პოზიციაზე სურს თამაში. "ბლაუგრანას" წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ ამ პოზიციაზე თამაშის საშუალება არ ექნება. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი მისი მომავალის გადამწყვეტი იქნება", - განაცხადა აგენტმა.

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ბარსელონასა" და "ნაპოლის" ხელმძღვანელობები მასკერანოს ტრანსფერის თაობაზე უკვე შეთანხმდნენ, თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.