მესიმ ახალ კონტრაქტს ხელი მოაწერა

  • 19-05-2014, 20:45
  • მესიმ ახალ კონტრაქტს ხელი მოაწერა

    ესპანურ პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - ლიონელ მესიმ "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.

    რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მესი და "ბარსელონა" ახალი კონტრაქტების დეტალებზე შეთანხმდნენ, დღეს კი ეს შეთანხმება იურიდიულად გააფორმეს.

    ახალი კონტრაქტის დეტალები ოფიციალურად ჯერ არ ხმაურდება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მესი წლიურად 20 მილიონ ევროს მიიღებს. ამას დაემატება ბონუსები 3-5 მილიონის ოდენობით. გავრცელებული ინფორმაციით, მესის კონტრაქტის ხანგრძლივობა და გამოსასყიდი თანხა არ შეიცვლება - ხელშეკრულება მოქმედი 2018 წლამდე იქნება და არგენტინელის მსურველ გუნდს 250 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

    კომენტარები [ 41 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.