"ბარასელონა"-"ატლეტიკო" - საინტერესო ფაქტები

  • 16-05-2014, 14:38
  • "ბარასელონა"-"ატლეტიკო" - საინტერესო ფაქტები

    "ატლეტიკოსთან" გასამართი ძალზე მნიშვნელოვანი თამაშის წინ გთავაზობთ ამ გუნდების დაპირისპირების საინტერესო ფაქტებს.
    • "ბარსელონამ" "ატლეტიკოს", აქამდე, 106-ჯერ უმასპინძლა. კატალონიელებმა 60 თამაში მოიგეს, 27 ფრედ ითამაშეს და 19 წააგეს;
    • მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ. 4 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო ერთხელ "ატლეტიკომ" მოიგო;
    • ალვესმა, მასკერანომ, ბუსკეტსმა, ჩავიმ და ალბამ "ატლეტიკოსთან" მიმდინარე სეზონში გამართული ხუთივე თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს;
    • "ბარსელონამ" "ატლეტიკოსთან" "კამპ ნოუზე" ესპანეთის ეგიდით გამართული ბოლო 6 თამაში მოიგო. ამ 6 მატჩში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა: 3:0, 6:1, 5:2, 3:0, 5:0 და 4:1;
    • ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ბარსელონამ" 99 გოლი გაიტანა, რაც "ატლეტიკოს" მაჩვენებელზე 23 ბურთით მეტია;
    • მიმდინარე სეზონში, "კამპ ნოუზე" გამართული 18 თამაშიდან "ბარსამ" 16 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ერთი წააგო. "ატლეტიკომ" სტუმრად 13-ჯერ მოიგო, ერთხელ ფრედ ითამაშა და 4-ჯერ წააგო;
    • ხერარდო მარტინო და დიეგო სიმეონე ერთმანეთს ფეხბურთელობის დროსაც შეხვედრიან. 1988 წელს, მარტინო "ნიუელს ოლდ ბოისში" თამაშობდა, ხოლო სიმეონე "ველეს სარსფილდში". ამ გუნდების დაპირისპირებაში, მარტინოც და სიმეონეც მოედნიდან გააძევეს. მარტინოს გაძევების მიზეზი სიმეონესთან უხეშობა იყო.

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.